– ომის გაგრძელების მხარდაჭერა აღარ არის ისეთი გრანიტივით მტკიცე, როგორც ადრე – ეს ომი წაგებულია

დადგება მომენტი, როდესაც უნგრეთის პოზიცია უმრავლესობის შეხედულებად იქცევა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Kossuth Radio-თან ინტერვიუში განაცხადა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა გუშინ გამართული ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ჯერ კიდევ არ არის უმრავლესობაში, ომის გაგრძელების მხარდაჭერა აღარ არის ისეთი „გრანიტივით მტკიცე“, როგორც ადრე.
„ყველა ხედავს, რომ ეს ომი წაგებულია. მასში გადახტომა ცუდი გადაწყვეტილება იყო”, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, უნგრულმა ოჯახებმა ომის გამო 2.5 მილიონი უნგრული ფორინტი დაკარგეს, უფრო მდიდარმა ქვეყნებმა კი კიდევ უფრო მეტი.
ვიქტორ ორბანის კომენტარს სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება