ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის ხელისუფლებაში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის მოსვლა სურს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე ზელენსკის მეგობრები არიან“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მოლოდინი არ გამართლდება.
„არასდროს შეიქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც კიევი ან ბრიუსელი უნგრელებს უკარნახებს, თუ როგორ გამოიყენონ კანონით მინიჭებული თავიანთი სუვერენიტეტის უფლება“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
