– ვენესუელაში -ის ქმედებები იმ ახალი ენის გამოვლინებაა, რომელზეც მსოფლიო მომავალში ილაპარაკებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ვენესუელაში -ის ქმედებები არის „ახალი ენის“ გამოვლინება, რომელზეც მსოფლიო მომავალში ილაპარაკებს.
„ეს არის ენა, რომელზეც მსოფლიო მომავალში ილაპარაკებს. უნგრეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვენესუელასთან ერთად, აშშ-ს, შეფასების თანახმად, მსოფლიოს ნავთობის რეზერვების 40-50 პროცენტის გაკონტროლების შესაძლებლობა ექნება. ეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ენერგომატარებლების გლობალურ ფასებზე“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ამერიკელებს ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური პროგრამის განსახორციელებლად უფრო იაფი ენერგია სჭირდებათ და „ეს კარგი ამბავია უნგრეთისთვის“.
„ვხედავ სერიოზულ შანსს, რომ ვენესუელაზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, უნგრეთი ენერგეტიკულ ბაზარზე უფრო ხელსაყრელ სიტუაციაში იქნება“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის