ვიქტორ ორბანი – ევროპელმა ლიდერებმა ლონდონში გადაწყვიტეს, რომ მშვიდობის ნაცვლად ომის გაგრძელება სურთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინის საკითხზე ლონდონში გამართულ ლიდერების სამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ მშვიდობის ნაცვლად ომის გაგრძელება სურთ.
„ევროპელმა ლიდერებმა ლონდონში გადაწყვიტეს, რომ მშვიდობის არჩევის ნაცვლად ომის გაგრძელება სურთ. მათ გადაწყვიტეს, რომ მ უნდა გააგრძელოს ომი. ეს არის ცუდი, საშიში და მცდარი. უნგრეთი მშვიდობის მხარეს რჩება“, – წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ჯირ სტარმერმა ლონდონში უმასპინძლა ლიდერების სამიტს, რომელზეც უკრაინის საკითხი განიხილეს. კირ სტარმერთან ერთად სამიტს დაესწრნენ : : უკრაინის პრეზიდენტი , საფრანგეთის პრეზიდენტი , გერმანიის კანცლერი , იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა, კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იუნას გარ სტორე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ შუფი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.

ასევე დაგაინტერესებთ