ვიქტორ ორბანი – ევროპელი ლიდერები პუტინის დემონიზებას ახდენენ და მშვიდობისკენ მიმავალ ერთადერთ გზას ბლოკავენ

ბევრი ევროპელი ლიდერი ეჭიდება ფანტაზიას, რომ გაჭიანურებული ომი მოსკოვში რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროპელი ლიდერები პუტინის დემონიზებას ახდენენ და მშვიდობისკენ მიმავალ ერთადერთ გზას ბლოკავენ.
„რეალობის თვალებში შეხედვისა და მოლაპარაკების ნაცვლად, ისინი პრეზიდენტ პუტინის დემონიზებას ახდენენ და მშვიდობისკენ მიმავალ ერთადერთ გზას ბლოკავენ. ევროპის თვითსაბოტაჟი უძლურებს გვტოვებს, სხვები კი ჩვენს ბედს წყვეტენ. საკმარისია!“- წერს ორბანი.

ასევე დაგაინტერესებთ

შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი