ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, ევროკავშირში იყოს – თუ ცენტრალური ევროპა მტკიცედ დადგება, დასავლეთ ევროპაც მას მიჰყვება

ევროპელებს არ სურთ, რომ მათი ფული უკრაინაში გაიფანტოს და მათ არ სურთ, რომ ევროკავშირში იყოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ცენტრალური ევროპა მტკიცედ დადგება, დასავლეთ ევროპაც მას მიჰყვება და მის ლიდერებს კურსის შეცვლას აიძულებს.
„ამხედრების დროა, ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ!“- აღნიშნა ორბანმა.
ამასთან, მისი თქმით, ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში ისეთი მთავრობა სურთ, რომელიც მათ მოთხოვნებს დათანხმდება.
„ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში ისეთი მთავრობა სურთ, რომელიც მათ მოთხოვნებს დათანხმდება. ჩვენ უარს ვამბობთ! ჩვენ უკრაინაში ჯარისკაცებს, იარაღს ან ფულს არ გავგზავნით. მათ სურთ სესხები და შენატანების გაზრდა, რაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც კი ვალებში ჩააფლობს. უნგრეთი ამ თამაშს არ ითამაშებს“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის