: ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია

„ევროპა რუსეთთან ომს არ აპირებს, ის რუსეთთან უკვე ომობს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანის მტკიცებით, ბრიუსელს სურს, უკრაინულ მიწაზე ნებისმიერ ფასად დაამარცხოს, კი ომში უნგრეთის ჩათრევას ცდილობს.

„ისინი ცდილობენ დაამარცხონ უკრაინულ მიწაზე ნებისმიერ ფასად – იარაღი, ფული. ახლა უკვე სამხედროების გაგზავნასაც აპირებენ უკრაინაში საჭიროების შემთხვევაში. ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ორბანმა.