ევროკომისიამ უნგრეთს ევროკავშირის გარე საზღვრების არალეგალური მიგრაციისგან დაცვის უზარმაზარი ხარჯები უნდა აუნაზღაუროს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„უნგრეთს უნდა აუნაზღაურდეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც საზღვრის დაცვა დაგვიჯდა“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი მტკიცებით, ევროკავშირი ამ ხარჯებს დაფარავს და ეს მხოლოდ დროის საკითხია.
„გადაიხდიან, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – აღნიშნა ორბანმა.
