ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს

ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს
გამოცემის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „სამშვიდობო ტურის“ შემდეგ, უკრაინის, ს, ჩინეთის, თურქეთის ლიდერებთან და -ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს „მოკლე შეფასების“ სახით წერილი მისწერა და თან „განსახილველად რამდენიმე წინადადება“ დაურთო.
წერილში შარლ მიშელს „მშვიდობის კონფერენციის“ შესახებ ჩინეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ და გლობალური სამხრეთის ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთანაც „ში ომის მიმართ ჩვენი პოზიციის გამო პატივისცემა დავკარგეთ“ „პოლიტიკური თავდასხმის“ დაწყებისკენ მოუწოდებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ უკრაინაში „სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა უახლოეს მომავალში რადიკალურად გაიზრდება“.
“მე შემიძლია (…) დანამდვილებით განვაცხადო, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, ის არ დაელოდება თავის ინაუგურაციას, (ტრამპი) მზად იქნება დაუყოვნებლივ იმოქმედოს მშვიდობის შუამავლის როლში. მას ამის დეტალური და დასაბუთებული გეგმები აქვს”
წერილში ორბანი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი “უზარმაზარ ძალისხმევას იყენებს” საარჩევნო რბოლაში დარჩენისთვის და ვარაუდობს, რომ მას არ შეუძლია შეცვალოს “აშშ-ის ამჟამინდელი პრო-ომის პოლიტიკა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა