ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს

ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს, რომელმაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე წვდომა მოიპოვა.
Bild-ის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „სამშვიდობო ტურის“ შემდეგ, უკრაინის, ს, ჩინეთის, თურქეთის ლიდერებთან და -ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს „მოკლე შეფასების“ სახით წერილი მისწერა და თან „განსახილველად რამდენიმე წინადადება“ დაურთო.
წერილში შარლ მიშელს „მშვიდობის კონფერენციის“ შესახებ ჩინეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ და გლობალური სამხრეთის ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთანაც „ში ომის მიმართ ჩვენი პოზიციის გამო პატივისცემა დავკარგეთ“ „პოლიტიკური თავდასხმის“ დაწყებისკენ მოუწოდებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ უკრაინაში „სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა უახლოეს მომავალში რადიკალურად გაიზრდება“.

ასევე დაგაინტერესებთ