ევროკავშირს მოუწოდებს, დაიწყოს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე

ნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე და უარი თქვას მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Routers-ი ავრცელებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის შიგნით უკრაინასთან დაკავშირებით მიდგომებში სტრატეგიული სხვადასხვაობაა, რომლებიც ვერ გადაილახება.
„დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი, -ის მაგალითის შემდეგ, უნდა შევიდეს პირდაპირ მოლაპარაკებებში რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი მშვიდობის შესახებ“, – წერს ორბანი წერილში და იქვე განმარტავს, რომ ეს მიდგომა არ შეესაბამება ერთობლივი განცხადების პროექტს, რომლის მიღებასაც ევროკავშირის სამიტზე გეგმავენ.
ორბანი ევროკავშირს სთავაზობს, ნუ ეცდებიან უკრაინის შესახებ წერილობითი დასკვნების მიღებას.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”