ვიქტორ ორბანი – ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს

ევროკავშირმა ს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს, რადგან სანქციები ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას იწვევს, რაც ხელს უშლის ბლოკის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ენერგომატარებლებზე ფასები აუცილებლად უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ სანქციები უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკის პირობებში, ფასები არ დაიკლებს”, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ამერიკული კომპანიები იხდიან იმ თანხის მეოთხედს, რასაც მათი ევროპელი კოლეგები ხარჯავენ გაზსა და ელექტროენერგიაზე და ამ ხარვეზის აღმოფხვრა მხოლოდ სანქციების გადახედვითაა შესაძლებელი.