ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი საშინელ შეცდომას უშვებს

ევროკავშირი საშინელ შეცდომას უშვებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ გამოცემა Mandiner-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ევროკავშირი საშინელი შეცდომის დასაშვებად ემზადება და ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ, მიუხედავად იმისა, რომ 26 წევრს შეცდომის დაშვება სურს“, – განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა სთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.
„თუ ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, გეოსტრატეგიული სიგნალი მივცეთ, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს წევრობას არ ნიშნავს“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.