ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდება

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 11 ივლისს ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი -ის ყოფილ პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ეწვევა.
წყაროს ცნობით, ფლორიდაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი არაფორმალური შეხვედრის ხასიათს ატარებს. მისივე განცხადებით, მოსკოვსა და კიევს შორის რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმებისთვის საფუძვლის ჩაყრა დონალდ ტრამპს სთვის არ უთხოვია.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი გასულ კვირას მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ