ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს – უნგრეთი უკრაინას ბენზინითა და ელექტროენერგიით ეხმარება, სანაცვლოდ ისინი ბომბავენ ნავთობსადენს, რომელიც ჩვენ გვამარაგებს – ეს ძალიან არამეგობრული ჟესტია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ თავდასხმის გამო, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი მისწერა, – ინფორმაციას Magyar Nemzet-ი ავრცელებს.
„მილსადენი ნავთობს აწვდის უნგრეთსა და სლოვაკეთს, ორ ქვეყანას, რომლებსაც ნავთობის იმპორტის სხვა გზა არ აქვთ. უნგრეთი ს ბენზინითა და ელექტროენერგიით ეხმარება, სანაცვლოდ ისინი ბომბავენ ნავთობსადენს, რომელიც ჩვენ გვამარაგებს. ეს ძალიან არამეგობრული ჟესტია! პრეზიდენტო ტრამპ, წარმატებას ვუსურვებთ მშვიდობისკენ სწრაფვაში“, – აღნიშნულია წერილში, რომლის ასლსაც გამოცემა აქვეყნებს.
Magyar Nemzet-ი ასევე აქვეყნებს მეორე წერილის ასლსაც, რომელიც, გამოცემის ცნობით, ტრამპმა ორბანს საპასუხოდ გაუგზავნა.
„ვიქტორ, არ მომწონს ის, რასაც ვისმენ – ძალიან გაბრაზებული ვარ ამის გამო. გადაეცით ეს სლოვაკეთს. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ“, – აღნიშნულია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ