ვიქტორ ორბანი – ბუდაპეშტში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის მზადება კვლავ გრძელდება

ბუდაპეშტში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის მზადება კვლავ გრძელდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო ვაშინგტონშია. სამშვიდობო სამიტისთვის მზადება გრძელდება. თარიღი ჯერ კიდევ დაუდგენელია. როდესაც დრო დადგება, სამიტს ჩავატარებთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას უნგრეთში გამართავდა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, -ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის „უახლოეს მომავალში“ შეხვედრა არ იგეგმება.
ამასთან, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო ორი დღის განმავლობაში მიიღებს.
„არ მინდა უსარგებლო შეხვედრა. არ მინდა დროის ფუჭად კარგვა. ამიტომ, ვნახავ, რა მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.