ვიქტორ ორბანი – ბრიუსელი უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობს – მთავრობის შეცვლის მხარდაჭერა ომის მხარდაჭერას ნიშნავს

ჩვენ უკრაინისთვის არ დავიხოცებით, მაგრამ უნგრეთისთვის ვიცოცხლებთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, „მშვიდობის მარშზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინელები უნგრელებს ცუდად მოექცნენ. ამის მიუხედავად, უნგრეთი მათ მშვიდობის მისაღწევად ეხმარება, რადგან ამას ქრისტიანული მორალი და საღი აზრი მოითხოვს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისი თქმით, „ -ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა და მას ხელს რომ არ უშლიდნენ, ის მშვიდობას დაამყარებდა“.
ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ „ბრიუსელი ალიანსებისა და ეკონომიკური ზეწოლის მეშვეობით უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობს“.
„ევროკავშირმა შექმნა საკუთარი ომის კოალიცია და უკრაინას იარაღსა და ფულს უგზავნის. უნგრეთი ომში მონაწილეობას არ მიიღებს. მთავრობის შეცვლის მხარდაჭერა ომის მხარდაჭერას ნიშნავს. 2026 წლის გადამწყვეტი მომენტი იქნება“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები” (ვიდეო)

ბაია კვიციანი თამარ ბაგრატიონზე – პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა