ვიქტორ ორბანი – ბრიუსელის ლიბერალური ელიტა ხელისუფლებაში ვერ დარჩება – ცვლილებების გარეშე ევროპა ჩვენს თვალწინ დაიშლება

ბრიუსელის ლიბერალური ელიტა ვერ დარჩება ხელისუფლებაში – ევროპას ახალი პატრიოტული ლიდერობა სჭირდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მის სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.
მისი მტკიცებით, „ევროკომისიას ჯორჯ სოროსის აგენტების ქსელი უნდა ჩამოაშორონ, ევროპარლამენტიდან კორუმპირებული ლობისტები უნდა გააძევონ და ევროკავშირის პოლიტიკაზე უცხოური ფულის გავლენა უნდა აღკვეთონ“.
„ევროკავშირი არ შეიძლება იყოს ფინანსური ქსელი, რომელიც შექმნილია ეროვნული მთავრობების დასუსტებისთვის“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, გლობალურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს.
„ბრიუსელში პროგრესული ეპოქა დასრულდა. ატლანტიკის გასწვრივ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში პატრიოტული გარდაქმნა მიმდინარეობს. ცვლილებების გარეშე ევროპა ჩვენს თვალწინ დაიშლება“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი