ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებულმა სანქციებმა მიაღწია ერთს: გაანადგურა ევროპის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა. ცვლილებების დრო დადგა! – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია.
„სანქციებზე საუბრის დროა. დაასრულეს ომი? – არა, დაახეიბრეს რუსეთის ეკონომიკა? – არა, მოახერხა თუ არა ევროპამ რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლება სხვა ხელმისაწვდომი წყაროებით? – არა. ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებულმა სანქციებმა მიაღწია ერთს: გაანადგურა ევროპის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა. ცვლილებების დრო დადგა!“- წერს ორბანი.
