ვიქტორ ორბანი – ბრიუსელელები უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის შეურაცხყოფით, რუსულ აქტივებს ისაკუთრებენ – ეს ომის გამოცხადებაა

უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დღის სინათლეზე შეურაცხყოფით, ბრიუსელელები რუსულ აქტივებს ისაკუთრებენ – ეს ომის გამოცხადებაა. გაყინული რუსული აქტივების შეხება, მისი მითვისება ომის გამოცხადებაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„არასდროს მინახავს ქვეყნისთვის 200-300 მილიარდი ევროს ჩამორთმევა და ამას რაიმე სახის რეაგირება არ გამოეწვია. ასეთი რამ არ არსებობს“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.
მისი თქმით, სამ გერმანელს ევროკავშირი ჩიხში შეჰყავთ და ესენი არიან: კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის თავმჯდომარე მანფრედ ვებერი და ევროკომისიის პრეზიდენტი .
„მათი აზროვნება ასეთია: ან არის რუსული ფული, ან არა. ან ომი მთავრდება, ან არა და თუ არ მთავრდება, მაშინ მეტი ფული იქნება საჭირო. არსებობს რუსული ფული და არსებობს მეორე ვარიანტი – წევრი სახელმწიფოებისგან ფულის შეგროვება. კომისიის პრეზიდენტი 27 წევრ სახელმწიფოს 135 მილიარდ ევროს სთხოვს. შესანიშნავი შეთავაზებაა, მაგრამ ჩვენ სიამოვნებით დავუთმობთ ამ შესანიშნავ შესაძლებლობას სხვებს“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში