ვიქტორ ორბანი ახალ „მოულოდნელ შეხვედრებს“ აანონსებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს დაუჯერებელ ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ მომავალში კიდევ მეტი მოულოდნელი შეხვედრა იქნება.
„ეს დაუჯერებელი ფაქტია, თუნდაც იმიტომ თუ რას აკონტროლებს ის. თქვენ ახსენეთ ქობინები, მაგრამ არის ასევე ტერიტორია, მოსახლეობა და უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, რაც მათ აქვთ. ასე რომ, ეს არის ნამდვილი იმპერია. ერთი კაცი მართავს ნამდვილ იმპერიას“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ის საიდუმლოდ ინახავდა რუსეთში ვიზიტს, “სანამ შეეძლო“ და რომ მომავალში კიდევ იქნება “ასეთი მოულოდნელი შეხვედრები”.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ჯერ ში, შემდეგ კი რუსეთში იმყოფებოდა. ორბანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს