აცხადებს, რომ უნგრეთის მთავრობა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

უნგრეთის მთავრობა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უნგრეთის მთავრობა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ასევე, მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უნგრეთის ეროვნული ასამბლეისთვის იმის მოწოდებას, რომ შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში დაასრულოს რატიფიკაცია“, – წერს სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა. შესაბამისად, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის უნგრეთი რჩება, რომლის პარლამენტსაც შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა არ ჩაუტარებია.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა