აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით შეცდომა დაუშვა

ვიქტორ ორბანის განცხადებით, დონალდ ტრამპმა რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით შეცდომა დაუშვა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა La Reppubblica-სთან ინტერვიუში კითხვაზე, რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, -ის პრეზიდენტი „შორს ხომ არ წავიდა და შეცდომა ხომ არ დაუშვა“, – უპასუხა, რომ „დიახ“.
„უნგრეთის გადმოსახედიდან, დიახ. ამიტომ, შევეცდებით, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, განსაკუთრებით უნგრეთისთვის“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, სანქციების საკითხს ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განიხილავს.
„ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შევქმნათ მდგრადი სისტემა ჩემი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან უნგრეთი რუსულ ნავთობსა და გაზზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. მათ გარეშე, ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ჩვენი მარაგების დეფიციტს გამოიწვევს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები” (ვიდეო)

ბაია კვიციანი თამარ ბაგრატიონზე – პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა