უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ აშშ-სთან მიმართებით ევროკავშირმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რომელთაგან პირველი „არასწორი დრო“ იყო.
უნგრეთის პრემიერის განცხადებით, როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, ევროპაში ის სერიოზულად არ აღიქვეს და არც გლობალური ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის შესახებ მისი დაპირების დაიჯერეს.
„ამერიკის პრეზიდენტი პუნქტუალურად ასრულებს ამომრჩევლებისთვის მიცემულ დაპირებებს. მნიშვნელოვანია, მიღწეული იქნეს შეთანხმებები, რომელთა დაცვაც რეალურად იქნება შესაძლებელი. რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა ამ გარიგებაში პროფესიული თვალსაზრისით, ყველაფერი გაფუჭდა“, – განაცხადა ორბანმა.
