ვიქტორ ორბანის მრჩეველი – უნგრეთი ევროკავშირის ბიუჯეტის უკრაინის დახმარების პაკეტისთვის გამოყენებისთვის ღიაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს მთავარმა მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, ბალაზ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა ბრიუსელს წინადადება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ მზადაა, ევროკავშირის ბიუჯეტის უკრაინის დახმარების პაკეტის დაფინანსებისთვის გამოყენებას დასთანხმდეს, თუკი სხვა პირობები დაემატება.
ეს ბუდაპეშტის პოზიციის მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან დეკემბერში 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 2024-2027 წლების ბიუჯეტში ცვლილებები დაბლოკა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა. ამ ნაბიჯის გამო, ბრიუსელი იძულებული გახდა, გეგმა „ბ“-ზე გადასულიყო და საგანგებო სამიტი ჩაენიშნა. გამოცემა The Financial Times-მა კვირას გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა ევროკავშირში შემუშავებული დოკუმენტის შინაარსი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი მზად არის, დარტყმა მიაყენოს უნგრეთის ეკონომიკას, თუ ბუდაპეშტი, 1-ელ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე უკრაინის შემდგომ დაფინანსებას ვეტოს დაადებს.
„ბრიუსელმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს უნგრეთის ეკონომიკის სისუსტეებისთვის მიზანმიმართული დარტყმის მიყენებას, მისი ვალუტის შერყევას და ინვესტორების ნდობის მოშლას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზნით, თუ ბუდაპეშტი უარს ს დახმარებაზე ვეტოს მოხსნაზე“, – წერს გამოცემა ევროკავშირში შემუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თუ ბუდაპეშტი უკან არ დაიხევს, ევროკავშირის სხვა ლიდერებს მოუწევთ საჯაროდ განაცხადონ, რომ მას ევროკავშირის დაფინანსებას შეუწყვეტენ. ინფორმაციას გამოეხმაურა უნგრეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში, იანოშ ბოკა და განაცხადა, რომ „ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებული დოკუმენტი მხოლოდ ადასტურებს იმას, რასაც უნგრეთის მთავრობა დიდი ხანია აცხადებს: ევროკავშირის სახსრებზე წვდომას ბრიუსელი პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებს“.