ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩეს “ევროპის უნივერსიტეტის” საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

“ევროპის უნივერსიტეტის” და “სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტის” (ესპანეთი) მედიცინის ფაკულტეტის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის სრულ პროფესორს ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩეს, აქტიური თანამშრომლობისა და აკადემიური სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის “ევროპის უნივერსიტეტისგან” საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპის უნივერსიტეტი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროფესორ არჩეს საპატიო დოქტორის დიპლომი “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გადასცა და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიას დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, რუმინეთის და ბულგარეთის პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროფესორი ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩე რეგულარულად სტუმრობს “ევროპის უნივერსიტეტს” და უზიარებს ცოდნას დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებს. “ევროპის უნივერსიტეტსა” და “სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტს” შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე კი ყოველ სემესტრულად მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას ესპანეთში გადიან.
“ევროპის უნივერსიტეტის” საპატიო დოქტორის წოდებას ასევე ფლობენ, ამერიკელი მოსამართლე მარკ სპეისერი, საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ყოფილი ევროპარლამენტარი კაროლ კარსი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: ამ გამოცდის შემოტანით უნდა გადაფარონ ის “ინოვაციური” საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც საბოლოდ აასრულებს პუტინის ოცნებას და დაასამარებს ისედაც გაუბედურებულ საგანმანათლებლო სისტემას

ირაკლი ქადაგიშვილი – სამშვიდობო გეგმა შედგენილია ფრონტზე არსებული მდგომარეობით, იმ მხარეს, რომელიც იმარჯვებს, გაცილებით მეტი პირობები აქვს ულტიმატუმის წაყენებისათვის – უკრაინისთვის არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის