ვიქტორ დოლიძე – ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრება, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა რა ფორმატით და როგორ მოხდება, იქნება ეს მაპ-ით თუ მაპ-ის გარეშე ამას, რა თქმა უნდა, უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს

ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრება, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა რა ფორმატით და როგორ მოხდება, იქნება ეს მაპ-ით თუ მაპ-ის გარეშე ამას, რა თქმა უნდა, უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს უკვე ყველა ინსტრუმენტი გააჩნია იმისთვის, რომ ნატო-ს წევრი გახდეს, რაც უმაღლესი დონის შეხვედრებზე არაერთხელ თქმულა.
„ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრება, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა რა ფორმატით და როგორ მოხდება, იქნება ეს მაპ-ით თუ მაპ-ის გარეშე ამას, რა თქმა უნდა, უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. საქართველოს უკვე გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში წევრობისთვის, რაც არაერთხელ თქმულა არაერთ უმაღლესი დონის შეხვედრაზე. მგონია, რომ როგორც ნატო-ელები, ისე ქართველები ამაზე უკვე ვყალიბდებით. რაც შეეხება ვაშინგტონის სამიტს, ბუნებრივია, ჩვენ მომავალი წელი ძალიან ამბიციური და რეალისტური გვაქვს. კანდიდატის სტატუსის მიცემა საქართველოსთვის გზას უხსნის ბევრ რაღაცას როგორც ევროპულს, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ როგორც ვაშინგტონში ასევე ბრიუსელსა და თბილისში შედგება უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტები და შინაარსობრივად გამართული იქნება. ასევე, გვექნება წინ გადადგმული ნაბიჯები როგორც ევროკავშირში ასევე ნატო-ს მხრივ”,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს