ვიქტორია ნულანდი – გვექნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამანადგურებელი ახალი პაკეტი, ასობით, ასობით და ასობით სანქცია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები ს წინააღმდეგ ასობით ახალ სანქციას დააწესებს.
ნულანდის განმარტებით, სანქციების ნაწილის სამიზნეა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები, უმეტესობა კი „პუტინის ომი მანქანას“ დაარტყამს. სანქციები ასევე მიმართული იქნება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
„ჩვენ გვექნება სანქციების გამანადგურებელი ახალი პაკეტი, ასობით, ასობით და ასობით სანქცია მომდევნო რამდენიმე დღეში. ზოგიერთი მათგანი მიმართული იქნება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ნავალნის სიკვდილში. აბსოლუტური უმრავლესობა შექმნილია იმისთვის, რომ კიდევ უფრო შესუსტდეს პუტინის ომის მანქანა და დახუროს სანქციების რეჟიმის ხარვეზები, რომელთა საშუალებითაც ის სანქციების თავიდან აცილებას ახერხებს“, – აღნიშნა ნულანდმა.
მისი თქმით, უკვე დაწესებულმა სანქციებმა ვერ შეაჩერა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია, რადგან ”პუტინმა და მისმა თაღლითებმა ბევრი ხარვეზი იპოვეს“. ამასთან, -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განმარტებით,ახალი სანქციები ამ საკითხს მოაგვარებს.
„პაკეტი, რომელსაც რამდენიმე დღეში ნახავთ, ფოკუსირებულია სანქციების თავის არიდების პრობლემაზე, კვანძებზე, ქსელებსა და ქვეყნებზე, რომლებიც ხელს უწყობენ თავის არიდებას – ნებით თუ სხვაგვარად – და ბანკებზე, რომლებიც მხარს უჭერენ და უშვებენ ამ სახის თავის არიდებას“, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?