ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
ფოტო: Royal Collection
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისი ბევრს წარმოუდგენია, როგორც მშვიდი, გაწონასწორებული და მზრუნველი. სინამდვილეში, ეს მდგომარეობა წამლების მეშვეობით მიიღწეოდა: ბრომიდის, ქლორალჰიდრატის, ქაფურისა და მორფინის ნარევის, ასევე ლიდია პინკჰემის ბოსტნეულის ნაერთის. ამ უკანასკნელს დიასახლისებს “ქალური ჩივილებისთვის” უნიშნავდნენ. მაშასადამე, მათ სიმშვიდეს გარკვეულწილად მედიკამენტები განაპირობებდა.
ვიქტორიანული ეპოქის ექიმები საშუალო ფენის წარმომადგენელ ქალებს ოპიატებს (ნარკოტიკული საშუალებები) რუტინულადაც კი უნიშნავდნენ. მაგალითად, მსგავს პრეპარატებს იღებდნენ მენსტრუალური ტკივილისას, ნერვების დასამშვიდებლად და მდგომარეობებისთვის, რომლებიც შფოთვას ან, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილებას გულისხმობდა.
1859 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, მენსტრუალური ტკივილის სტანდარტული სამკურნალო საშუალება ოპიუმი უნდა ყოფილიყო. ეს ნაშრომი დიდი ხნის განმავლობაში ამერიკულ მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ მიიჩნეოდა. 1851 წელს სამედიცინო გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ექიმები დიასახლისებს დამამშვიდებლებს “ზედმეტად ფრთხილადაც” კი უნიშნავდნენ. სტატიის თანახმად, მენოპაუზის დროს ქალებისთვის ოპიუმი უფრო ხშირად უნდა დაენიშნათ.
ისტორიკოს დევიდ კორტრაიტის კვლევის მიხედვით, 1900 წლისთვის ამერიკაში ოპიუმზე დამოკიდებული ადამიანების თითქმის 2/3 ქალი იყო. მათში უმეტესწილად საშუალო და მაღალი ფენის თეთრკანიანი მოსახლეობის წარმომადგენლები მოიაზრებოდნენ. ამ ყველაფერში განსაკუთრებით დიდი როლი თავად სამედიცინო ინდუსტრიამ შეასრულა. კერძოდ, აფთიაქებში თაროებზე ისეთი დასახელების პროდუქტებს შეხვდებოდით, როგორიცაა “ქალების მეგობარი”. ცხადია, ისინი საზიანო ან არაეფექტიანი იყო, თუმცა მარკეტინგი ამართლებდა.
მკვლევარი ჯოზეფ კროუფორდი აღნიშნავს, რომ კაცები ოპიატებს შემოქმედებითი სტიმულისთვის იღებდნენ. მეორე მხრივ, ქალები ასეთ პრეპარატებს “გადასარჩენად” მოიხმარდნენ, ე.ი. შფოთვასთან და ინსომნიასთან საბრძოლველად, ყოველდღიურ საზრუნავთან გასამკლავებლად და სახლის საქმეებში პროდუქტიულობისთვის.
მაშასადამე, ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისების დიდი ნაწილი მშვიდი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების გამო კი არ იყო, არამედ იმიტომ, რომ ამ სიმშვიდის შენარჩუნებაში მთელი ფარმაცევტული ინდუსტრია “ეხმარებოდა”.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება3788 ნახვა
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო3133 ნახვა
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა2015 ნახვა
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა1551 ნახვა
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა1481 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ადამიანი
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
ადამიანი
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
ტექნოლოგიები
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
კოსმოსი
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
Sci-Tech
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
მეცნიერება
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
ფიზიკა
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა