ვიფიქრეთ, გიგა ბოკერიას შევხვდებოდით, კარგად ვიყავით მასთან – ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ ბოკერიას საუბრიდან ისე გამოდიოდა, რომ კმაყოფილი იყო პროკურატურაში როგორც მაშინებდნენ და მექცეოდნენ

ვიფიქრეთ, ს შევხვდებოდით, კარგად ვიყავით მასთან – ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ ბოკერიას საუბრიდან ისე გამოდიოდა, რომ კმაყოფილი იყო პროკურატურაში როგორც მაშინებდნენ და მექცეოდნენ
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, „ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებულ ვალტერ შაკაიას უსმენენ.
ვალტერ შაკაიას განცხადებით, ნაგავსაყრელად ქცეული ადგილიდან დაწყებული ბიზნესის წართმევა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ როდესაც მოინდომა მან გადაწყვიტა გიგა ბოკერიასთვის მიემართა თხოვნით, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და იმჟამად პარლამენტის წევრი იყო.
როგორც შაკაია იხსენებს, გიგა ბოკერია კმაყოფილი ჩანდა პროკურატურაში ვალტერ შაკაიასა და მის მეუღლეზე განხორციელებული მუქარით.
„ვიფიქრეთ, გიგა ბოკერიას შევხვდებოდით, იმიტომ რომ კარგად ვიყავით მაგასთან, პატივისცემა, ყურადღება, ჩემი მეუღლე დატრიალებდა ყველას. ბოკერია და „ნაციონალები“ ხშირად დადიოდნენ ჩვენთან, თურმე რა ჰქონიათ გულში ჩადებული.
პარლამენტში ბოკერიასთან, რომ მივედით მე ჩემი მეუღლე და მეუღლის და, დავსხედით და მოვუყევით, რომ ძლივს კაპიკ-კაპიკ ნასესხები ფულით რაღაც ავაშენეთ და მოგვეცით ნება, რომ ვიმუშაოთ. ბოკერიამ გვითხრა, გეყოფათ რაც იმუშავეთო, სხვაგან მონახეთ ადგილი და იქ იმუშავეთო, წყნეთის მხარეს გაიშვირა ხელი, სად მქონდა მაშინ მე მაგის გასაკეთებელი ფული.
ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ მისი საუბრიდან ისე გამოდიოდა, რომ კმაყოფილი იყო, პროკურატურაში როგორც მაშინებდნენ და მექცეოდნენ, ანუ სწრაფად გავყრით ამათო“,-განაცხადა ვალტერ შაკაიამ.
ს შეკითხვაზე, თუ საიდან ამჩნევდა, რომ გიგა ბოკერია კმაყოფილი იყო პროკურატურის მიერ განხორციელებული მუქარით, ვალტერ შაკაიამ უპასუხა, რომ საუბრითა და მიმიკებით ეტყობოდა ეს ყველაფერი.
„რომ ვლაპარაკობდი მაშინ ვამჩნევდი მიმიკებს. როგორ იქცეოდა და როგორ გვქცეოდა ჩვენ სამივეს“,- უპასუხა ვალტერ შაკაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

საქართველოს თვითმყოფადობასთან მებრძოლი ევროკრატიის განშტოება, ვენეციის კომისია ისეთ აბსურდშია, რომ FARA-ს კანონის უსაგნო კრიტიკაში მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს, აშშ-ს უწუნებს კანონის უზენაესობას

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება