„ვიტრას აბაზანები“ – საუკეთესო არჩევანი მაქსიმალური კომფორტისთვის

სააბაზანო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა სახლში, რომელსაც როგორც ჰიგიენური პროცედურებისთვის, ისე რელაქსაციისთვის ვიყენებთ.
აბაზანა კი სველი წერტილის ცენტრალური ნაწილია, რომელიც, მაქსიმალური ეფექტისთვის, თანამედროვე დიზაინსა და მაღალტექნოლოგიურ ფუნქციონალს უნდა აერთიანებდეს.
“ვიტრას” სანტექნიკისა და კერამიკული ფილების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის კატალოგშიც სხვადასხვა ზომის, ფორმისა და დიზაინის თანამედროვე აბაზანებია თავმოყრილი.
აქ შეგხვდებათ როგორც კუთხის კლასიკური, ისე ცალკე მდგომი და მართკუთხა აბაზანები. ამ მრავალფეროვნების დახმარებით კი, აბაზანების შერჩევა მნიშვნელოვნად გაგიმარტივდებათ.
აბაზანის დიზაინი “ვიტრაში”
“ვიტრას” დიზაინერები ქმნიან აბაზანებს, რომლებიც ინდივიდუალურ გემოვნებასა და პრეფერენციებს საუკეთესოდ ერგება.
კუთხის აბაზანები საუკეთესოა მცირე ზომის სველი წერტილებისთვის. ისინი დახვეწილად გამოიყურება როგორც მინიმალისტურ, ისე კლასიკურ ინტერიერში. მათი ბრტყელი კუთხეები კი დასუფთავებას აადვილებს.
მართხკუთხა აბაზანები ხშირად მონტაჟდება როგორც თანამედროვე, ისე ტრადიციული სტილის სააბაზანოებში. მათი ფორმა კი მომხმარებელს კომფორტული მოსვენების საშუალებას აძლევს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ “ვიტრას” მართკუთხა აბაზანის ჩაშენება მარტივია და არ მოითხოვს წინა და გვერდითა პანელების დამატებით შერჩევას.
თანამედროვე აბაზანები, დღესდღეობით ხშირადაა ასოცირებული ცალკე მდგომ აბაზანებთან. ეს მათი უნიკალური სიმეტრიული ფორმების გამო ხდება, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს ქმნის სველ წერტილებში. ისინი იდეალურად ერგება თანამედროვე, მინიმალისტურ და არტ-დეკო სტილის სააბაზანოებს.
“ვიტრას” სანტექნიკის პროდუქტების მაღაზიაში შეგეძლებათ სამივე ტიპის აბაზანიდან სასურველი მოდელი შეარჩიოთ და თქვენი აბაზანის დიზაინი მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნოთ.
“ვიტრას” აბაზანები – აბაზანების მასალები და ტექნოლოგიები
“ვიტრას” აბაზანები მრავალი ფუნქციური უპირატესობით გამოირჩევა, თუმცა მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აბაზანები 100%-იანი აკრილისგან მზადდება.
ეს ნიშნავს იმას, რომ აბაზანა წყლის ტემპერატურას მეტხანს ინარჩუნებს და დროთა განმავლობაში ფერს არ იცვლის. ამასთან ერთად, აკრილი მეტ გამძლეობას, სიმტკიცესა და სიცხისადმი მედეგობას უზრუნველყოფს.
აკრილის აბაზანები თავისი სიმსუბუქითა და მოქნილობითაც გამოირჩევა. აკრილი ზედაპირის სირბილესა და სიგლუვეს უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ვიზუალური თვალსაზრისით, ისე პრაქტიკული კუთხით – ასეთ დროს მარტივდება ზედაპირის გასუფთავება
გარდა ამისა, “ვიტრას” აბაზანები გამორჩეულია თავისი ჰიდროფობიური თვისებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალი და ლაქები ნაკლებად გროვდება პროდუქტზე.
აკრილის ლისტებს, რომლითაც “ვიტრა” მარაგდება, ბრიტანული კომპანია “Lucite International” აწარმოებს. მის მიერ წარმოებული მასალა გამოიყენება Hilton-ის, Holiday Inn-ის, Radisson-ისა და სხვა საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებში.
აბაზანის მონტაჟი და მოვლა
“ვიტრას” პრიორიტეტი არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, არამედ მომხმარებლისთვის მომსახურების სრული ციკლის შეთავაზებაცაა.
ამიტომ, კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს აბაზანების მონტაჟსა და შემდგომში სწორ მოვლას.
კომპანიის კონსულტანტები თქვენს სივრცეზე იდეალურად მორგებული პროდუქტის შეძენაში დაგეხმარებიან და მოგცემენ პრაქტიკულ რჩევებს მონტაჟის შესახებ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ აბაზანის დიზაინი და მახასიათებლები სრულად შენარჩუნდეს.
კუთხის აბაზანის მონტაჟის შემთხვევაში, საჭიროა კედლების ზუსტი გაზომვა და აბაზანის ზომების შესაბამისი ღიობის დატოვება. ამის შემდეგ კი აბაზანა კედლებზე სპეციალური საყრდენი ელემენტებით უნდა დამაგრდეს. ამ პროცესის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სწორხაზოვნებას.
მართკუთხა აბაზანები უფრო მარტივია მონტაჟის თვალსაზრისით. თუმცა აქაც აუცილებელია ზუსტი გაზომვები და კედლების მომზადება.
ცალკე მდგომი აბაზანების მონტაჟი საკმაოდ კომპლექსური პროცესია. აუცილებელია იატაკის ზედაპირის იდეალური გასწორება და დამაგრების ზუსტად შესრულება, რათა არ დაირღვეს აბაზანის სტაბილურობა და წონასწორობა. ამასთან, თავისუფლად მდგომი აბაზანები საჭიროებს სანტექნიკის სპეციალურ მილგაყვანილობას იატაკიდან, რაც დამატებით სირთულეს წარმოადგენს მონტაჟის პროცესში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია აბაზანის სწორი მოვლა და დასუფთავება. კუთხის აბაზანების შემთხვევაში, სპეციალურად უნდა გაიწმინდოს კუთხეები სველი ხელსახოცით ან ღრუბლით. მართკუთხა აბაზანებისთვის კი მნიშვნელოვანია ზედაპირის სრულად გაწმენდა კუთხეებში დაგროვილი ნალექისგან.
რაც შეეხება ცალკე მდგომ აბაზანებს, მათი სრულყოფილად გასასუფთავებლად, აუცილებელია აბაზანას ყველა მხრიდან სწვდებოდეთ.
თუ გსურთ არამხოლოდ თანამედროვე აბაზანები, არამედ სანტექნიკის სხვა მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებიც შეიძინოთ, ეწვიეთ “ვიტრას” შოურუმებს თბილისში აკაკი ბელიაშვილის #142-ში და ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის #1-ში.

ასევე დაგაინტერესებთ