“ვიტესი” გაკოტრებას გადარჩა და მომავალ სეზონში კლუბში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს

ნიდერლანდური “ვიტესის” ოფიციალურმა საიტმა გვაუწყა, რომ კლუბს პროფესიონალური სტატუსი არ ჩამოერთმევა. 1 თვის წინ ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტმა არნემელები ფინანსური პრობლემების გამო სამოყვარულო ლიგაში დააქვეითა.
გუნდმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რაც დაკმაყოფილდა და ჩვენთვის კარგად ნაცნობი კლუბი მომავალ სეზონს ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში გაატარებს.
ჩვენთვის ეს ყველალფერი კი მეტად საინტერესო იმითაა, რომ არნემელთა რიგებში კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი და “ტვენტეს” საკუთრება 20 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი “ვიტესის” რიგებში მოსამზადებელ ეტაპს გადის და დიდია ალბათობა იმისა, რომ მომავალი
სეზონი იჯარით სწორედ ამ გუნდში გაატაროს და ნიდერლანდების მე-2 დივიზიონში გამოცდილება მიიღოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში