ვიტალი კლიჩკო – სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი სცენარი ტერიტორიის ნაწილის დათმობაა – ეს უსამართლობაა, მაგრამ მშვიდობის მიღწევისთვის, შესაძლოა, დროებითი გამოსავალი იყოს

შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ს ტერიტორიის ნაწილის დროებით დათმობა მოუწიოს, – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის ს მერმა, ვიტალი კლიჩკომ BBC-ის განუცხადა.
„ერთ-ერთ სცენარს ტერიტორიის დათმობა წარმოადგენს. ეს უსამართლობაა, მაგრამ მშვიდობის მიღწევისთვის, დროებითი მშვიდობისთვის, შესაძლოა, დროებითი გამოსავალი იყოს“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
კლიჩკოს თქმით, მოლაპარაკებების პროცესში არ მონაწილეობს.
„ეს ჩემი ფუნქცია არ არის. ეს პრეზიდენტ ზელენსკის ფუნქციას წარმოადგენს“, – აღნიშნა კლიჩკომ.