რუსებმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტრის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
„ნამსხვრევები დაეცა ობოლონის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრსა და საცხოვრებელ შენობას“, – აღნიშნა კიევის მერმა.
