ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის და “შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული”. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის მერმა გერმანულ გამოცემა “შპიგელთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
კიევის მერის თქმით, ომის პირველ თვეებში ქვეყანა ლიდერის გარეშე იყო, აშკარა ქაოსი იყო და მერები მთავარ როლს ასრულებდნენ, მაგრამ პრეზიდენტის ოფისში, კლიჩკოს თქმით, ისინი მხოლოდ დაბრკოლებად განიხილებიან.
ჟურნალისტის კითხვას, ემუქრება თუ არა დემოკრატიას უკრაინაში სერიოზული საფრთხე, კლიჩკომ დადებითი პასუხი გასცა.
ამასთან, კიევის მერმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მას არცერთი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან არ ჰქონია .

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი