ვიტალი ბალა – თუ აშშ-მ უკრაინას შეუწყვიტა დახმარება, უკრაინას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ უკრაინასთან მიმართებაში ტრამპის პოლიტიკა ისეთი არ იქნება, რასაც ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აცხადებდა

რა განწყობებია ში -ში საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, როგორ ხვდება უკრაინული პოლიტელიტა და საზოგადოება უკრაინა-ს ომის დასრულებასთან დაკავშირებულ ტრამპის იმ გეგმებს, რაზეც საჯარო სივრცეში საუბრობენ, “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.
– ბატონო ვიტალი, დამკვირვებელთა უმეტესობა თვლის, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ საერთაშორისო პოლიტიკაში ბევრი რამ შეიცვლება. ამის საფუძველს იძლევა ის განცხადებები, რომელსაც ტრამპი არჩევნებამდე და ს შემდეგ აკეთებდა მათ შორის უკრაინა-რუსეთის ომის უმოკლეს ვადებში დასრულებაზე. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ხშირად აკეთებს ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებულ განცხადებებს. მაგრამ, საინტერესოა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას რა განწყობებია უკრაინის პოლიტიკურ კლასში და საზოგადოებაში?
– უდავოა, რომ აშშ-ს არჩევნებში ტრამპის გამარჯვება და თეთრ სახლში მისი დაბრუნება საერთაშორისო პოლიტიკას კარდინალურად შეცვლის. ტრამპის გაპრეზიდენტებას ბევრი უკავშირებს ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ იგი პუტინის მეგობარია და ამის გამო უკრაინა ცუდ დღეში აღმოჩნდება. ტრამპი ზელენსკიზე განახორციელებს ზეწოლას, რომ უკრაინამ რუსეთთან ხელი მოაწეროს უკრაინისთვის მიუღებელ შეთანხმებას უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
ბევრი ამის საფუძველს ხედავს ტრამპის ივნისში გაკეთებულ განცხადებაში, როცა ის ამბობდა, რომ უკრაინამ რუსეთს რუსეთის მიერ 4 დაკავებული ტერიტორია უნდა გადასცეს, უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში და ნეიტრალური ქვეყანა უნდა იყოს. დიახ, ამ თემებზე ახლა უკრაინაში ბევრს მსჯელობენ, მაგრამ ჩემი აზრით, ვითარება გაცილებით სხვაგვარად გამოიყურება. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ევროპის ქვეყნების ლიდერები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ს არჩევნებში ტრამპი თუ ჰარისი, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა შეიცვლება და ვაშინგტონისთვის პრიორიტეტი იქნება წყნარი ოკეანის ბასეინისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ამ თემაზე განაცხადა რომ ახლა მთავარი ის კი არ არის აშშ-ს პრიორიტეტები როგორი იქნება საგარეო პოლიტიკაში, არამედ რამდენად შეძლებს ევროპა მხარი დაუჭიროს უკრაინას. როგორც ჩანს, ევროპაში შემთხვევითი არაა იმაზე საუბრები, რომ ევროპას თავისი შეიარაღებული ძალები უნდა ჰყავდეს.
ამგვარი მოსაზრებები აქტიურად განიხილებოდა ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას, როცა ის ევროპელ პარტნიორებს საყვედურობდა იმას, რომ ისინი ევროპის უსაფრთხოებისთვის არასაკმარის თანხებს ხარჯავენ. ჩემი აზრით, ახლა უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ბევრი ვარიანტები განიხილება და ევროპაშიც და ამერიკაშიც. ყველა ის განცხადებები, რომლებიც საჯარო სივრცეში ხვდება, ემსახურება იმისათვის ნიადაგის მოსინჯვას, საბოლოოდ რომელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ახლა უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ბევრი ვარიანტები განიხილება და ევროპაშიც და ამერიკაშიც. ყველა ის განცხადებები, რომლებიც საჯარო სივრცეში ხვდება, ემსახურება იმისათვის ნიადაგის მოსინჯვას, საბოლოოდ რომელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული
დიახ, უკრაინა-რუსეთს შორის მშვიდობაზე ახლა ბევრს საუბრობენ და მსჯელობენ. მათ შორის ევროპელები, რომლებიც უპირატესად საუბრობენ „სამართლიან მშვიდობაზე“, რაზეც არა ერთხელ უსაუბრია პრეზიდენტ ზელენსკის. ახლა ბევრი საუბრობს ისეთ თემებზე, რაზეც მანამდე ტაბუ იყო დადებული. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ მშვიდობაზე საუბარი, არამედ იმაზე, მშვიდობის სანაცვლოდ უნდა დათმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები.
– ვხედავთ, რომ ტრამპი საერთაშორისო არენაზე ინიციატივას იღებს თავის ხელში. ტრამპმა პირობა დადო რომ უკრაინა-რუსეთის ომი დასრულდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით რას გააკეთებს არავინ იცის. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით ტრამპი პუტინს ესაუბრა. ომის „ცხელი ფაზის“ დასრულებაზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის არსებული პრობლემების არა გადაწყვეტაზე, არამედ სამომავლოდ გადადებაზეა საუბარი. საუბარია ე.წ. „კორეულ სცენარზე“, რაც უკრაინის გაყოფას ნიშნავს. ასეთი სცენარი არც უკრაინის ინტერესებშია და არც საერთაშორისო სამართლის 10-ვე პრინციპის დაცვის, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრისას დაარღვია…
– ჩემი აზრით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება ხელმოწერა შეუძლებელია, რადგან, პუტინი ნებაყოფლობით არ გაიყვანს თავის შეიარაღებულ ძალებს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის არც დან. ამიტომ, ახლა შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე. რაც, უდავოდ, ომში მხოლოდ პაუზა იქნება.
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება ხელმოწერა შეუძლებელია, რადგან, პუტინი ნებაყოფლობით არ გაიყვანს თავის შეიარაღებულ ძალებს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის არც ყირიმიდან. ამიტომ, ახლა შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე. რაც, უდავოდ, ომში მხოლოდ პაუზა იქნება
ასეთი რამ, რაც ომები იყო, ხშირად ყოფილა. საქმე სხვა რამეშია, რამდენად იქნება ეს მომგებიანი უკრაინისთვის. ტრამპს პირველ რიგში თავისი პრიორიტეტები აქვს. აშშ-ს პირველი რიგის ამოცანა იქნება დაკავდეს ს პრობლემებით. აშშ-თვის ამის გაკეთება უფრო იოლი იქნება იმის გამო, რომ ისრაელს შეუძლია ჰამასისა და ჰესბოლასთან წარმატებულად ომის წარმოება, რადგან ისრაელმა შეძლო ამ ორგანიზაციების ლიდერების პრაქტიკულად განადგურება.
აშშ-მ ისრაელში ელჩად დიპლომატი სტეფანიკი დანიშნა, რომელიც ისრაელის დიდ მხარდამჭერია. აშშ-ს მომავალი სახელმწიფო მდივანი რუბიოც ასევე დიდი გულშემატკივარია ისრაელის. ტრამპმა თავის წარმომადგენლად ახლო აღმოსავლეთში თავისი მეგობარი დანიშნა. ვრცელდება ინფორმაცია რომ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით დანიშნავს თავის სპეციალურ წარმომადგენელს. ყველა შემთხვევაში აშშ-თვის ისრაელის თემა უკრაინაზე უფრო პრიორიტეტული იქნება.
აშშ-ს პირველი რიგის ამოცანა იქნება დაკავდეს ისრაელის პრობლემებით. აშშ-თვის ამის გაკეთება უფრო იოლი იქნება იმის გამო, რომ ისრაელს შეუძლია ჰამასისა და ჰესბოლასთან წარმატებულად ომის წარმოება, რადგან ისრაელმა შეძლო ამ ორგანიზაციების ლიდერების პრაქტიკულად განადგურება
ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ვითარება იქნება ჩამოყალიბებული ტრამპის ინაუგურაციამდე, ანუ 20 იანვრამდე, როცა მას ექნება შესაძლებლობა თავად მიიღოს გადაწყვეტილებები.
– რას შეიძლება ნიშნავდეს ზელენსკის განცხადება, რომ „ყირიმის დაბრუნება შესაძლებელია დიპლომატიური გზით? ასეთი განცხადება რამდენად რეალურად გამოიყურება?
– ადრე პრეზიდენტი ზელენსკი ამბობდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ მაშინ მიუჯდებოდა, როცა რუსეთი უკრაინის 1991 წლის საზღვრებიდან გავიდოდა. ახლანდელი მისი განცხადება ეწინააღმდეგება იმას, რასაც ის მანამდე აცხადებდა. პრეზიდენტი ზელენსკი ბევრ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ყველა მათგანის ლოგიკურად ახსნა შეუძლებელია. მისი განცხადებების ნაწილი ხშირად პოპულისტურ და პიარისთვის გაკეთებულ განცხადებების ხასიათს ატარებს. შესაძლოა, ისინი საჯარო დიპლომატიასაც ემსახურებოდეს.
პრეზიდენტი ზელენსკი ბევრ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ყველა მათგანის ლოგიკურად ახსნა შეუძლებელია. მისი განცხადებების ნაწილი ხშირად პოპულისტურ და პიარისთვის გაკეთებულ განცხადებების ხასიათს ატარებს. შესაძლოა, ისინი საჯარო დიპლომატიასაც ემსახურებოდეს
ჩემი აზრით, ზელენსკის ამგვარი განცხადებები ახლა ისე წარმატებით არ მუშაობს, როგორც ადრე. მისი განცხადებები ხშირად ემოციურიც იყო, მაგრამ ის განცხადება, რომელიც თქვენ მოისმენთ რას ემსახურება, ვერ გეტყვით. მას ბევრი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ, არც ერთი მათგანი უკრაინისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი არაა.
– სავარაუდოდ, როგორ აღიქვამს უკრაინის პოლიტიკური კლასი და საზოგადოება იმას, თუ უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერებასთან და მშვიდობასთან დაკავშირებით კიევს ე. წ. „კორეული სცენარი“ შესთავაზეს?
– ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, მოსახლეობის 53% წინააღმდეგია უკრაინამ რუსეთს მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიები დაუთმოს. მოსახლეობის 30% პროცენტიც კი რომელსაც მშვიდობა უნდა, ისინიც წინააღმდეგი არიან უკრაინამ რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს. მშვიდობა ყველას უნდა, მაგრამ, არა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე. საზოგადოებისთვის ამგვარი მიდგომა გაუგებარი და მიუღებელია.
ამ თვალსაზრისით პრეზიდენტი ზელენსკი მანევრების საკეთებლად შეზღუდულია. ეს ის შემთხვევაა, როცა უმრავლესობა პრეზიდენტს არ ეთანხმება. და თუ მან ასეთი პოლიტიკის გატარება დაიწყო, მასვე სერიოზული პრობლემები ექნება.
ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, მოსახლეობის 53% წინააღმდეგია უკრაინამ რუსეთს მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიები დაუთმოს. მოსახლეობის 30% პროცენტიც კი რომელსაც მშვიდობა უნდა, ისინიც წინააღმდეგი არიან უკრაინამ რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს. მშვიდობა ყველას უნდა, მაგრამ, არა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე. საზოგადოებისთვის ამგვარი მიდგომა გაუგებარი და მიუღებელია
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ ტიპის განცხადებებით, რაც თქვენ გაიხსენებთ პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობს თავისთვის შეიქმნას „უსაფრთხოების ბალიში“.
– თუ აშშ-მ უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ასეთ შემთხვევაში უკრაინას ძალიან გაუჭირდება რუსულ აგრესიასთან გამკლავება…
– მე ამ მოსაზრებას ბოლომდე იმის გამო არ ვიზიარებ, რადგან, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას საკმაოდ დიდ დახმარებებით უზრუნველყოფს. ახლა საკითხი ასე დგას, 1. უკრაინა რამდენად შეძლებს თავად შეიარაღებით უზრუნველყოს თავისი შეიარაღებული ძალები.
ახლა უკრაინამ 50 მილიარდი უნდა მიიღოს ევროპელი პარტნიორებისგან. აშშ-გან 20 მილიარდი. ახლა მნიშვნელოვანია როგორ გაგრძელდება ს მოლაპარაკებები უკრაინის ძირითად პარტნიორებთან.
კიევი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანეთთან და საფრანგეთთან და გერმანიასთან. მალე გერმანიაში არჩევნები გაიმართება. გერმანიაში, როგორც ჩანს, ქრისტიან-დემოკრატები მოვლენ ხელისუფლებაში. გერმანიის კანცლერი გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერი გახდება. ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგი ახლა 32% აქვთ.
კიევი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანეთთან და საფრანგეთთან და გერმანიასთან. მალე გერმანიაში არჩევნები გაიმართება. გერმანიაში, როგორც ჩანს, ქრისტიან-დემოკრატები მოვლენ ხელისუფლებაში. გერმანიის კანცლერი გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერი გახდება. ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგი ახლა 32% აქვთ
– სწორად გავიგე, თუ აშშ-მ შეუწყვიტა უკრაინას დახმარების მიწოდება, კიევს იმედი აქვს, რომ მას ევროპა ჩაანაცვლებს?
– არა მხოლოდ ევროპა, სამხრეთ კორეაც მოგვაწვდის შეიარაღებას. პერუში გამართულ შეხვედრაზე ბაიდენი შეხვდა იაპონიის პრემიერსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს და ჩემი აზრით, იქ გადაწყდა უკრაინისთვის შორ მანძილზე სამხედრო იარაღის გამოყენების უფლების მიცემა.
ნაკლებად მჯერა, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება, უკრაინისთვის დახმარებაზე უარს იტყვის. ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა ამას წინათ თქვა, რომ იგი წარმატებით თანამშრომლობდა ბაიდენთან და ახლა აქვს იმედი, რომ ასევე წარმატებით ითანამშრომლებს ტრამპთან. მეტიც, მან თქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპს კარგად ესმის ნატოს არსებობის აუცილებლობა და იგი არ აპირებს იმგვარი პოლიტიკა გაატაროს, რომ ამერიკა ნატოდან გავიდეს.
ნაკლებად მჯერა, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება, უკრაინისთვის დახმარებაზე უარს იტყვის
დიახ, ახლა მნიშვნელოვანია თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს პრეზიდენტი ტრამპი. „რესპუბლიკელებს“ სენატში უმრავლესობა აქვთ. ვნახოთ, როგორ ჩაივლის წარმომადგენლობით პალატაში აშშ-ს თავდაცვის მინისტრის დამტკიცება, ასევე აშშ-ს საზვერის სამსახურისა და პროკურორის დანიშვნა.
– დღე არ გავა რომ არ გავრცელდეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში რამე არ დაბომბა და დაპირისპირების ზოლზე წინ არ წაიწია, ანუ პატარა სოფლები თუ დასახლებები არ დაიკავა.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზებზე არსებულ ვითარებას?
– უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზებზე ვითარება საკმაოდ მძიმეა. დიახ, რუსული შეიარაღებული ძალები გარკვეულ მონაკვეთებზე აღწევენ წარმატებას. მე სამხედრო ექსპერტი არ ვარ, ამიტომ ძირითადად ვხელმძღვანელობ იმ უცხოელი ექსპერტების მოსაზრებებით, რომლებიც სამხედრო საქმეში კარგად ერკვევიან. უცხოელი სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, რუსების გარკვეული წარმატებები დასრულდება, რადგან მათ წინ წაწევისა და ბრძოლის ველზე სერიოზული წარმატების მიღწევის რესურსი არ აქვთ იმის გამო, რომ მათი რესურსებიც შეზღუდულია. მას შემდეგ რაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კურსკის ოლქში უკრაინამ რუსულ ლოჯისტიკურ ცენტრებსა და ოპერატიულ შტაბზე განახორციელოს დარტყმები, ვფიქრობ, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება შეიცვლება და არა რუსეთისთვის სასარგებლოდ.
უცხოელი სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, რუსების გარკვეული წარმატებები დასრულდება, რადგან მათ წინ წაწევისა და ბრძოლის ველზე სერიოზული წარმატების მიღწევის რესურსი არ აქვთ იმის გამო, რომ მათი რესურსებიც შეზღუდულია
გასაგებია, რომ თუ აშშ-მ უკრაინას შეუწყვიტა დახმარება, უკრაინას ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ უკრაინასთან მიმართებაში ტრამპის პოლიტიკა ისეთი არ იქნება, რასაც ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აცხადებდა. ვნახოთ და დაველოდოთ, მოვლენათა განვითარებას.
ამის ვარაუდის საშუალებას მაძლევს ის, რომ ტრამპს აქვს ნათქვამი – თუ პუტინი უკრაინის თემაზე ჩემს წინადადებას არ მიიღებს, მაშინ მე უკრაინის დახმარებას გავაგრძელებ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახავთ რა პოლიტიკას გაატარებს ტრამპი რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებაში.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი