ვიტალი ბალა – ევროპელებისგან ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ევროპის ტერიტორიაზე დაყადაღებული რუსი ოლიგარქების თანხების უკრაინისთვის გადაცემა

უკრაინაში ს შეჭრის 3 წლისთავზე უკრაინის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს ვიტალი ბალას ესაუბრა.
– ბატონო ვიტალი, 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი ში შეიჭრა და უკრაინა ებრძვის აგრესორ რუსეთს.
მას შემდეგ, რაც -ს პრეზიდენტი გახდა, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ტრამპმაც და მისი გუნდის წარმომადგენლებმა საკმაოდ ბევრი და დამაბნეველი განცხადებები გააკეთეს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ამ განცხადებებმა შოკში ჩააგდო არა მხოლოდ ევროპელები, უკრაინელები, არამედ ამერიკელების საკმაოდ დიდი ნაწილიც. ამ თემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით.
რადგან დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წელი სრულდება, მოდით, საუბარი ამ ომის სადღეისოდ არსებული შედეგებზე საუბრით დავიწყოთ. ამ ომის 3 წლის წინ დაწყების თავზე როგორ შედეგებზე შეიძლება საუბარი?
– უკრაინა-რუსეთის 3 წლიანი ომის მთავარი შედეგი ისაა, რომ უკრაინა აგრძელებს რუს აგრესორებთან ომს. ყველა ის მიზნები, რაც ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა, მას არც ერთი არ შეუსრულებია. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობა და ხელისუფლების შეცვლა, არამედ ის, რომ უკრაინა ისევე როგორც 3 წლის წინ წინააღმდეგობას უწევს რუსეთს და ამის კეთებას გააგრძელებს რა მიზნები არ უნდა ჰქონდეთ აშშ-ს, რუსეთს და ევროპას.

ფაქტია, რომ ომის პირველ თვეებში რუსეთმა შეძლო უკრაინის მეტი ტერიტორიების დაკავება, მაგრამ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სხვათა შორის, იმხანად დასავლეთის მხოლოდ პოლიტიკური და არა სამხედრო დახმარების გარეშე შეძლეს ამ ტერიტორიების გათავისუფლება.
მხედველობაში მაქვს რუსების მიერ დაკავებული ს, ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის ოლქების ტერიტორიების გათავისუფლება.
რუსეთმა ვერ შეძლო ომის დაწყებული მისი მიზნების რეალიზება.
– დღეა არ გავა უკრაინის თემაზე აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განცხადებებს რომ არ აკეთებდეს. ბევრი თვლის, რომ მისი განცხადებები მის მიერ დაწყებული „დიდი თამაშის“ მხოლოდ ტაქტიკური ნაწილია.
მეორენი თვლიან, რომ ტრამპის ტაქტიკური ნაბიჯები იმდენად გათვლილია, რომ ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოებისთვის ადგილს არ ტოვებს. თუმცა, ამის პარალელურად თეთრი სახლი ისეთ ნაბიჯებსაც დგამს, რაც სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონი ევროპის მიტოვებას აპირებს, მაგრამ, რაც შეეხება უკრაინას, აქ ვითარება, გაცილებით რთულადაა.
როგორ აღიქვა უკრაინაზე აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებები და სამშვიდობო გეგმები უკრაინის პოლიტიკურმა კლასმა, საზოგადოებამ?
– უკრაინაზე ტრამპის განცხადებები ნეგატიურად აღიქმება. როცა ტრამპი ამბობს რომ აპირებს უკრაინისთვის გაწეული დახმარების კომპენსირებას უკრაინის ნედლეულის ხარჯზე. იმის ნაცვლად, რომ აშშ-ს პრეზიდენტი საუბრობდეს რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმაზე, იგი ამბობს რუსული აგრესიისაგან დაზარალებული ქვეყნისგან იშვიათ მინერალებზე აშშ-ს მიერ მიღების შესაძლებლობაზე.

დაველოდოთ, უკრაინაში შეჭრის სამი წლის თავზე რა რეზოლუციას მიიღებს გაერო, რა ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ კიევში ჩამოსული 13 ევროპული ქვეყნის პრეზიდენტები. ვიცით, რომ გაეროს მისაღებ რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა დაარღვია უკრაინის სუვერენული ქვეყნის საზღვრები.
– ევროპა ამერიკის გარეშე შეძლებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მეტად ბრძოლისუნარიანს გახდის უკრაინას და რუსული აგრესიისგან თავის დაცვა?
– ევროპელი ქვეყნების კიევში ჩამოსვლა კარგია, ცხადია, რომ ისინი უკრაინას მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
რაც შეეხება იმას, შეძლებს თუ არა ევროპა აშშ-ს გარეშე უკრაინის დახმარებას. აშშ-ს დახმარების გარეშე უკრაინის ბრძოლისუნარიანობა პრობლემატური იქნება. ის სამხედრო ტექნიკა, რასაც ევროპაში აწარმოებენ, აშშ-ს მიმწოდებლების გარეშე მათი წარმოება შეუძლებელი იქნება. არარეალურად გამოიყურება საუბარი იმაზე, რომ ევროპა აშშ-ს დახმარების გარეშე შეძლებს უკრაინის სრულფასოვან დახმარებას.

ასეა, თუნდაც იმის გამო, რომ ევროპა დღეს მზად არაა სრულად ჩაანაცვლოს აშშ უკრაინისთვის სამხედრო იარაღის მიწოდების თვალსაზრისით. ევროპას ამისთვის დრო დასჭირდება, რადგან „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ევროპის ბევრ ქვეყანაში სამხედრო იარაღის მწარმოებელი საწარმოები დახურულია. თუმცა, ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური ნების შემთხვევაში სამხედრო იარაღის წარმოების დაწყება შესაძლებელია.
ჩემი და არა მარტო ჩემი დათვლებით, ბაიდენის მმართველობისას უკრაინას აქვს მიღებული იმდენი სამხედრო დახმარება, რომ უკრაინას გაზაფხულიდან შემოდგომამდე შეეძლება რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომ, ამ დროისთვის ამ თვალსაზრისით ვითარება კრიტიკული ნამდვილად არაა.

– ტრამპი და კიევთან მოლაპარაკებებში ჩართული მისი წარმომადგენლები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინამ უნდა დათმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, უკრაინაში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო .
ფაქტობრივად, აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი ახმოვანებს იმას, რაც კრემლის გეგმებში შედის. უკრაინის მომავალთან, უკრაინა-რუსეთის ტრამპისეულ სამშვიდობო გეგმებთან დაკავშირებით უკრაინის პოლიტიკოსებისა და საზოგადოებაში როგორი განწყობებია?
– ტრამპის განცხადებები ძალიან ჰგავს იმას, რომ ის თამაშობს, მაგრამ, მისი თამაში უფრო „ბლეფასობას“ ემსგავსება.
გახსოვთ, იგი ამბობდა, რომ ომს 24 საათში დაასრულებდა, შემდეგ ამბობდა ომი ერთ კვირაში დასრულდება. უკრაინაში ტრამპის განცხადებებს სიფრთხილით ეკიდებიან, მაგრამ, ფაქტია, რომ ტრამპის განცხადებების აღქმებში უკრაინაში ნეგატიური განწყობები სჭარბობს.

– მას შემდეგ, რაც ტრამპმა თქვა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი 4%, ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ იმის გამო, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებების ბევრი თვალსაზრისით გაუგებარია, უკრაინაში ახლა ხდება ზელენსკის ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდაცია.
თქვენც ასე თვლით?
– საქმე ისაა, რომ ზელენსკის ირგვლივ უკრაინული შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების კონსოლიდაცია ხდება უკრაინის გამო.
სოციოლოგიურ გამოკითხვაში თუ კითხვა ასე იქნება ფორმულირებული – ტრამპის განცხადებების შემდეგ მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის? რა თქმა უნდა, პასუხი იქნება დადებითი.
ფაქტია ისიც, რომ ტრამპის მიერ ნათქვამი, რომ ზელენსკის 4%-იანი რეიტინგი აქვს, სრული სისულელეა. რა თქმა უნდა, ზელენსკის გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს. ტრამპის და მასკის განცხადებების შემდეგ ზელენსკი რეიტინგი გაეზარდა.
საქმე ისაა, რომ ზელენსკის რეიტინგი საზოგადოების მზადყოფნას უფრო უკავშირდება იყოს ბრძოლის რეჟიმში და უყვარდეს უკრაინა, ვიდრე ზელენსკის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სწორედ ზელენსკიმ შეძლო აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ საზოგადოებასა და პოლიტიკური ჯგუფების კონსოლიდირება.

მეტსაც გეტყვით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ მოახდინა ზელენსკის ირგვლივ უკრაინული საზოგადოების კონსოლიდაცია. ასეა, რადგან ზელენსკი ხელისუფლებამ შეძლო აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ხალხის მობილიზება უკრაინის დასაცავად.
საზოგადოების ზელენსკისადმი დამოკიდებულება იმის გამოხატულებაა, რომ უკრაინელთა უდიდეს ნაწილს აქვს სურვილი დაიცვას თავისი ქვეყანა – უკრაინა.
– ვიცით, რომ უკრაინის კანონმდებლობით, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება, საომარი მოქმედებების პირობებში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
როცა რუსეთი ამბობს რომ უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა და ახლა უკვე იმავეს ამბობს ტრამპი, რუსეთს რაზე აქვს გათვლა?
ქვეყანა რომელიც 3 წელია რუსულ აგრესიას ებრძვის, უკრაინაში არჩევნებზე ვისი გამარჯვების იმედი აქვს პუტინს?
– კრემლის განცხადებები იმის თაობაზე, რომ უკრაინაში არჩევნებია ჩასატარებელი, მიზნად ისახავს უკრაინულ საზოგადოებაში ორაზროვნების გაჩენას.
კრემლს უკრაინაში სიტუაციის ისე არევა უნდა რომ შემდეგ რუსეთისთვის იოლი იყოს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. გარწმუნებთ, ვიდრე ომია უკრაინაში, არავის აქვს არც არჩევნებისთვის მზადების და არც მასში მონაწილეობის სურვილი.

რა თქმა უნდა, უკრაინაში არიან გარკვეული ძალები, რომლებიც რუსეთს უჭერენ მხარს, მაგრამ, უკრაინაში მათი შესაძლებლობები ძალიან დაბალია. უკრაინის კანონმდებლობაც ისეთია, მათ, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ისინი ბევრი თვალსაზრისით არიან შეზღუდულები.
– უკრაინაში რუსეთის შეჭრის 3 წლის თავზე წინა დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრესკონფერენცია ჩაატარა.
ბევრი თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო იყო პრეზიდენტ ზელენსკის პრესკონფერენცია. უცხოური და რუსული მედია დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ამ პრესკონფერენციას. ბევრი დასამახსოვრებელი მოსაზრებები გააჟღერა უკრაინის პრეზიდენტმა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პრესკონფერენციას? როგორ აღიქვა ზელენსკის პრესკონფერენციაზე გამოთქმული განცხადებები საზოგადოებამ?
– პრეზიდენტ ზელენსკი განცხადებას ძალიან ბევრი უკრაინის მოქალაქე ადევნებდა თვალს. შეფასებებიც სხვადასხვაგვარი და არაერთგვაროვანია.
განსაკუთრებით უარყოფითად შეხვდა საზოგადოება პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ „თუ მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის შეიძლება გადადგეს“. ზელენსკიმაც და ხალხმაც კარგად იცის, რომ არც ერთი მისი გადადგომის პირობის შესრულება არა რეალიზებადია. ეს განცხადება ხალხმა ცუდ განცხადებად აღიქვა.
დანარჩენი განცხადებები, რომ იგი ხელს არ მოაწერს აშშ-ს მოთხოვნას მიიღოს უკრაინის ნედლეული და კიდევ სხვა განცხადებებს ხალხი პირიქით, კარგად შეხვდა.
ჩემი აზრით, პრეზიდენტის მსჯელობები, რომ შეენარჩუნებინა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, არ იყო მაინცადამაინც წარმატებული. სულ ცოტა ხნის წინ ზელენსკი ამბობდა, რომ მზად იყო ჩაეტარებინა ქვეყანაში ნებისმიერი არჩევნები, ახლა კი სხვას ამბობს.

რაც შეეხება მშვიდობას უკრაინაში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, აქ მისი მსჯელობები, რა თქმა უნდა სწორი იყო. მაგრამ, მას არ უთქვამს, უახლოეს მომავალში რა და როგორ იქნება. გასაგებია, რომ ამ თვალსაზრისით ჯერ მართლაც ბევრი რამაა უცნობი.
მე ასე ვიტყოდი, ზელენსკი იმაზე ბევრად უარესი პრესკონფერენციები ჰქონია, ვიდრე 23 თებერვალს ჩატარებული პრესკონფერენცია. ამ თემაზე ბევრს კი საუბრობენ, მაგრამ, პირადად მე, ამ პრესკონფერენციით აღფრთოვანებული არ ვარ.
– რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ დღეს კიევში ჩასულმა ევროპელმა ლიდერებმა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ტრამპთან საფრანგეთის პრეზიდენტისა და ბრიტანეთის პრემიერის ვიზიტი უკრაინის თემაზე, თქვენ მოვლენათა განვითარების რა მოლოდინები გაქვთ?
– ევროპელი ლიდერები კიევში კი ჩამოვიდნენ ზელენსკისთან შესახვედრად, მაგრამ, შედეგი იქნება ის, რომ ისინი მხოლოდ მორალური მხარდაჭერისთვის ჩამოვიდნენ. ასეა იმიტომ, რომ ევროპამ ჯერ თავად არ იცის უკრაინის დასახმარებლად რა მექანიზმებს შეიძლება მიმართონ.
ევროპელებისგან ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ევროპის ტერიტორიაზე დაყადაღებული რუსი ოლიგარქების თანხების უკრაინისთვის გადაცემა, ან ამ ფულით უკრაინისთვის ამერიკაში სამხედრო ტექნიკის შეძენა.
ამერიკელებს აქვთ ნათქვამი, რომ ასე განვითარდეს პროცესები წინააღმდეგი არ არიან. ეს ამ მომენტისთვის ყველაზე ოპტიმალური და სასარგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა.
ამგვარი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული ცალკეული ქვეყნების მიერ. ისინი უკრაინისთვის ფონდის შექმნაზე საუბრობენ, მაგრამ სლოვაკეთმა და უნგრეთმა ეს გადაწყვეტილება არ დაბლოკონ ქვეყნების გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ.
რამდენადაც ცნობილია, ამ თანხებთან დაკავშირებით იურიდიული ასპექტები უკვე ამერიკასაც აპრობირებული აქვს. აშშ დასანქცირებული ფინანსებიდან მოგებები უკრაინას თუ სწორად მახსოვს ორჯერ უკვე გადასცა და ამ თანხამ 20 მილიარდი შეადგინა. რადგან პრეცედენტი უკვე იყო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შესაძლებელია.
– ბრძანეთ, ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინის კაპიტულაციას უფრო ჰგავს. თუ აშშ-უარი თქვა უკრაინის დახმარებაზე, ევროპამ ვერ მოახრხა უკრაინისთვის სასურველი დახმარების აღმოჩენა, როგორც ბევრი ამბობს, თქვენც თვლით, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება 2-3 თვეშია შესაძლებელი?
– არა მე ასე არ ვფიქრობ. ამას წინათ უკრაინის სამხედროებმა გაავრცელეს განცხადება – უკრაინის საკითხს გადაწყვეტს უკრაინის არმია და ხალხი.
ვფიქრობ, რომ ტრამპს აქვს ილუზიები რომ იგი ზელენსკის უბრძანებს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თავად ტრამპი ფიქრობს. ზელენსკი ტრამპისა და პუტინის სურვილებს იმის გამო კი ვერ შეასრულებს, რომ იგი მამაცია, არამედ იმის გამო, რომ უკრაინას უკრაინული ჯარი და ხალხი იცავს. ამ თვალსაზრისით მე მშვიდად ვარ.
ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინის კაპიტულაციას უფრო ჰგავს.
რასაც ახლა ტრამპი აკეთებს ეს პრეზიდენტ პუტინის რეაბილიტაციაა. ვნახოთ უკრაინის თემაზე რა რეზოლუციას მიიღებს გაერო და რა განცხადებებს გააკეთებენ კიევში ჩამოსული ევროპელი ლიდერები.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი