ვის შეიძლება დაუძახო უტიფარი? – “ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება…” – კალაძის განმარტება

თბილისის მერი, :
„დღეს არის პრესის საერთაშორისო დღე. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა და უწოდო უტიფარი. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მივმართოთ. შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ არ გაქვთ უფლება, ელემენტარული ურთიერთობიდან გამომდინარე, შეურაცხყოფა მომაყენოთ ან მე, ან სხვა კონკრეტულ პოლიტიკოსს. შეურაცხყოფა მომაყენონ და მე თავი დაგიხაროთ?! როდესაც ადამიანს ეუბნებით, რომ უტიფრად იტყუება, მე თქვენ არ გაკადრებთ ასეთ რამეს. შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები. რამდენჯერ ყოფილა, რომ „TV პირველთან“ შევსულვარ პოლემიკაში, მაგრამ არასდროს არ გვიკადრებია ერთმანეთისთვის მსგავსი შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არავისთვის არასდროს მიკადრებია, თავს დავსხმოდი, შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ყოველთვის ვარ თავდაცვის რეჟიმში. ამიტომ, თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, რომ იგივეს დაგიბრუნებთ“

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ძალიან გვეხმარება „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა – რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? – იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს