სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გდდ-ს თანამშრომელთა სიის გასაჯაროებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა – საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სია, მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით არ უნდა გახდეს ფართო მასებისთვის ცნობილი. ამ მოსაზრებას ეხმაურება ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი:
„ვის გაუჩნდა იდეა, რომ გდდ-ს თუ სხვა სადამსჯელო რაზმების წევრების ოჯახებმა არაფერი იციან შვილების, მამების, ქმრების (ცოლებისა და დედების, როგორც ვნახეთ) სამუშაოს შესახებ?
აბა, მემაროჟნეები ჰქონიათ მუშტაიდში, შავი ფორმებით რომ მიდიან და მოდიან სამსახურში?
ვის ფსიქიკას უფრთხილდებით, შიგ ხომ არ გაქვთ?
მართლა გგონიათ, რომ ეს სადისტები ოჯახებს არ უყვებიან და არ აჩვენებენ იმ ფოტოებსა და ვიდეოებს, თქვენი ცემისა და წამებისას რომ იღებენ?
კიდევაც აჩვენებენ და კიდევაც იღებენ კომპლიმენტებს – “ჰო, დედა გენაცვალოს,” “კაცი ეგეთი უნდა”, “შენ მარჯვენას ვენაცვალე”, “ბიჯო რა დაკრა”, “კიდე დაგიკლია მაგათთვის”.
თუ არასდროს შეხვედრიხართ ცხოვრებაში მსგავს ტიპებს – იცოდეთ, რომ ეგ სხვა ჯიშია.
სხვა ინტერესები აქვთ და სხვა სენტიმენტები.
თეა ადეიშვილივით არ უჩუყდებათ გული ყველაფერზე.
თქვენს წამებას კი, სადისტური მანიით თუ არა, სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მაინც, არასდროს მოერიდებიან – სანამ ასეთი დავალება ექნებათ.
ამიტომ მორჩით მორალისტობას, ქუნემ!“
