ვის სანქცირებას ითვალისწინებს კონგრესში ინიცირებული „მეგობარი“ აქტი

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი -ის კონგრესში კანონპროექტს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სანქცირებას ეხება, დღეს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს.
წერილში, რომელიც კონგრესმენმა გამოცემას გაუგზავნა, უილსონი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და კრემლი ამერიკის შეერთებულ შტატებს სერიოზულად არ უყურებს:
„ისინი ფიქრობენ, რომ ბლეფია, როცა ჩვენ ვამბობთ რომ ქართველი ხალხის აშშ-სთან კავშირზე თავდასხმას საზღაური მოჰყვება. „მეგობარი“ აქტი დაადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უპასუხებს მათ გადახვევას ქართველი ხალხის მისწრაფებიდან თავისუფლებასა და პრო-დასავლურ მომავალზე.
ის ასევე აჩვენებს, რომ კონგრესს სურს ძლიერი და ნათელი მომავალი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის მომავლისთვის და დაადასტურებს იმას რომ ჩვენ არამხოლოდ ვსაუბრობთ ამაზე, არამედ საქმითაც ვადასტურებთ,“ — აცხადებს კონგრესმენი.
Fox News წერს, რომ მათ ასევე მოიპოვეს კანონპროექტი, რომელიც მოითხოვს სავიზო შეზღუდვების დაწესების დაუყოვნებლივ განხილვას საკვანძო პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ვინც არიან პასუხისმგებელი პარლამენტში რუსული კანონის ადვოკატირების, მიღებისა და პოტენციურად მის ამოქმედებაში.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტი ეხება ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისა და მთავრობის წევრების სანქცირებას ისევე როგორც ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის და სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისთვის შეზღუდვების დაწესებას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისი ამოქმედებიდან 60 დღეში სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გამოავლინოს საკვანძო ფიგურები საქართველოს მთავრობაში ან მუშაობენ მისთვის ან/და მთავრობის ქმედებებზე აქვთ გავლენა და ატარებენ პასუხისმგებლობას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაზე.
გარდა აღნიშნული პირების იდენტიფიცირებისა, კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მოამზადოს ანგარიში სთან დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლაზე საქართველოში ისევე როგორც შეისწავლოს რუსული გავლენა ქვეყანაში:
„არაუგვიანეს 90 დღისა „მეგობარი“ აქტის მიღებიდან, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით უნდა წარმოუდგინოს კონგრესს ანგარიში საქართველოში რუსული და ჩინური გავლენების შესახებ,“ — წერია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს