ვის საკუთრებაშია კოჯორში მდებარე ე.წ სულების სახლი

ვის საკუთრებაშია კოჯორში მდებარე ე.წ სულების სახლი. საჯარო რეესტრის თანახმად იდუმალებით მოცულ სახლს, რომელსაც მისტიკური თავგადასავლების მოყვარულები ხშირად სტუმრობენ „მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაციას“ ფლობს.

უფრო დეტალურად კი შენობის მფლობელები ასე იცვლებოდა:

81.01.06.637 საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე 2011 წელს გიორგი გოცირიძე იყო, რომელმაც 2011 წლის სექტემბერში 13360 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა მიყიდა აიპ „მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაციას“
საჯარო რეესტრის თანახმად „მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაცია“ 1999 წელს დაფუძნდა. დამფუძნებლები იყვნენ დავით არსენიშვილი, ჯამბულ ებანოიძე, ნიკოლოზ პროსტოსერდოვი, მალხაზ შათირიშვილი და ივანე მერაბიშვილი. (შემდგომში შს მინისტრი და პრემიერ-მინისტრი).
2014 წლის მონაცემებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინების თანახმად კოჯორში არსებულ უძრავ ქონებას, ისევე როგორც ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს.