ვის მიმართა შეთავაზებით ლევან ხაბეიშვილმა | “მთავარს” აქვს ინფორმაცია 4 პირზე, რომლებიც პოლიტიკურ საბჭოში ჩაირიცხებიან

“მთავარი არხის” ინფორმაციით, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოს შეუერთდება ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ს გუნდში გადავიდა. 26 ნოემბერს ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ასევე, წევრთა რაოდენობას დაემატება ს წარმომადგენელი – .
ინფორმაცია გვაქვს კიდევ ორი პიროვნების – ეკა წამალაშვილსა და გია ჭანტურიას შესახებ. ისინი ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ გარიცხეს, თუმცა სავარაუდოდ, უკან დაბრუნდებიან.
ინფორმაცია დადასტურებული არაა, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ მედიის კითხვებს არ უპასუხა.
მედიის წარმომადგენლებთან განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილმა თავმჯდომარეებმა. მათ თქვეს, რომ ცვლილებები პარტიაში აუცილებელია და რომ ლევან ხაბეიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.
იხილეთ:
· ყველა ადამიანზე, ვინც იყო პოლიტსაბჭოს წევრი და შეუერთდება მანიფესტს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ისევ იყვნენ საბჭოში | ხაბეიშვილი