ვის ეკუთვნის TOP-10 კომპანია, რომელსაც რუსეთში ქართული პროდუქცია გააქვს

ქართული პროდუქციის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავაც ა. საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2025 წლის შვიდ თვეში რუსეთში 385.6 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული წარმოების პროდუქცია გავიდა, რითაც რუსეთი პირველ ადგილს იკავებს.
წარმოგიდგენთ იმ კომპანიების, რომელსაც ყველაზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია რუსეთში გააქვს. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ, ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანიები.
ვის გააქვს ქართული პროდუქცია რუსეთში – 10 კომპანია
„აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალი“ სამეწარმეო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. „ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. თუმცა, დაწესებული სანქციების გამო, 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა. შედეგად, აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება – „ერასმონი ლიმიტედი რისაში“ იქნება 49.99% აქციების მფლობელი. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი იყო სანქცირებული და სანქცირებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები, აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია „რისაში“, რომელიც ფლობს კომპანია „ბორჯომს“.
შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ რეესტრში 2004 წელს არის რეგისტრირებული. რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის გენერალური დირექტორი არის დავით დუგლაძე. რაც შეეხება მეწილეებს, კომპანიის 25.66%-იან წილს ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს, 25.68%-ს – ზაალ დუგლაძე, თუმცა მისი წილის მმართველი დავით დუგლაძეა, თავად დავით დუგლაძე წილის 25.66-ს განკარგავს, ხოლო 23%-ს შპს „აისი ინკ“. ამასთანავე, „აისი ინკ“ რეგისტრირებულია 2016 წელს, 2024 წელს განახლებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის დირექტორი დავით დუგლაძეა, მეწილეები კი ზაალ დუგლაძე (34%-განკარგავს დავით დუგლაძე), დავით დუგლაძე (33%) და ალექსანდრე ივანიშვილი (33%).
ათეულში შედის სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“, რომელიც 1996 წელს დარეგისტრირდა. 2025 წლის მდგომარეობით, კომპანიის დირექტორი გოჩა გიოშვილია, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი დავით დუგლაძე. სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“ შპს „აისი ინკ“-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც იგივე კომპანიაა, რომელიც „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ 23%-ს ფლობს.
სს „ლომისი“ დაარსდა 1997 წელს. 2023 და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის უშუალო მშობელი კომპანია იყო Efes Breweries International N.V. ხოლო საბოლოო მაკონტროლებელი Anadolu Efes Group.
შპს Bolero & Company-ის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილია, გენერალური დირექტორი – ირაკლი ბექაური, დირექტორი – დავით ბოჭორიშვილია. კომპანია რეგისტრირებულია 2012 წლიდან.
შპს „კ და ქართული სპირტის“ მესაკუთრეები არიან რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი და ასევე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გიორგი ღამბაშიძე. კარიჭაშვილი კომპანიის 80%-ს ფლობს, ღამბაშიძე კი დარჩენილ 20%-ს. კომპანია რეესტრში 2017 წელს არის დარეგისტრირებული. მისი დირექტორია გიორგი დამენია, ხოლო გენერალური დირექტორი ირაკლი ბექაური.
შპს „ასკანელი ძმების“ დირექტორი არის ირაკლი უგულავა. რაც შეეხება წილს, 45%-ს შპს „ასკანელი ვაინერი&დისტილერი“ ფლობს, ხოლო რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გოჩა ჩხაიძე – 55%-ს. კომპანია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ იმართება, საბჭოს თავმჯდომარე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გოჩა ჩხაიძეა, ხოლო წევრები არიან თამთა ხარაიშვილი და გიორგი ჩქარეული. კომპანია რეესტრში 1998 წელს დარეგისტრირდა.
შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2001 წელს, მისი გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძეა. ისვე ფლობს წილების 100%-ს.
შპს „უნიონ ექსპორტი 2024“ 2024 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის მთლიანი წილების მფლობელი და დირექტორი ბესიკ სიყმაშვილია.
შპს „ნათს თაიმ“ 2024 წელს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. კომპანიის დირექტორი ტაჯიკეთის მოქალაქე ხურშედ ბაბაჯანოვია. ისვე ფლობს წილების 100%-ს.
bpn.ge