ვის ეკუთვნის TOP-10 კომპანია, რომელსაც აშშ-დან პროდუქცია შემოაქვს

ამერიკის შეერთებული შტატები იმპორტიორ ქვეყნებს შორის 2025 წლის იანვარ-ივლისის ვაჭრობით მეორე ადგილს იკავებდა. მას მხოლოდ თურქეთი უსწრებდა. მხოლოდ შვიდ თვეში ამერიკიდან საქართველოში იმპორტირებულია 1.55 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში, ამერიკიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებს ეკავა. კერძოდ, 5 ძირითადი იმპორტული პროდუქცია ასეთია:
· მსუბუქი ავტომობილები – 1.2 მლრდ დოლარის ღირებულების;
· სურათები, ნახატები და პასტელები ხელით შესრულებული – 167 მლნ დოლარის ღირებულების;
· ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბინები – 30.7 მლნ დოლარის ღირებულების;
· ქანდაკებების და სტატუეტების დედნები – 30.6 მლნ დოლარის ღირებულების;
· თხილი და სხვა კაკალი – 19.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების.
ვის შემოაქვს პროდუქცია ამერიკიდან საქართველოში
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ კომპანიებს შემოაქვს ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია ამერიკიდან. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით გთავაზობთ, ვის ეკუთვნის აშშ-დან -10 იმპორტიორი კომპანია:
სს „ლუსოლი“ 2025 წელს არის რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი ნუგზარ დეკანოიძეა, წევრები კი ვეფხვია დვალი და შოთა კობიაშვილი. კომპანიის დირექტორია გელა კობერიძე. Reportal-ზე სააქციო საზოგადოების ანგარიშგება ჯერ არ არის წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, უცნობია აქციონერების ვინაობა.
„აირზენა“ 2007 წელს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. კომპანიის გენერალური დირექტორი ნანა გოძიაშვილია. „აირზენას“ მესაკუთრე ბიზნესმენი ა.
სამეწარმეო რეესტრში 2017 წელს დარეგისტრირდა „ბი თუ ბი“. მონაცემების თანახმად, კომპანიის 100%-იან წილს ნინო გველესიანი ფლობს, დირექტორის თანამდებობას კი გიორგი შალამბერიძე იკავებს.
2020 წელს დაფუძნებული „გლობალ აუტო იმპორტ“-ის მფლობელი მიხეილი ზღუდაძეა. ზღუდაძე თავად იკავებს დირექტორის პოსტსაც.
„კავკასიის ავტოიმპორტი“ 2004 წელს არის რეგისტრირებული. დირექტორი ალექსანდრე ვეკუაა, გენერალური დირექტორი ალექსანდრე ჩადუნელი, წილებს კი შემდეგი პირები ინაწილებენ: ლევან სურგულაძე – 27.9%, გიორგი სურგულაძე (ორმაგი მოქალაქე საქართველო/აშშ) – 34.875%, დავით გულაშვილი – 10% და გიორგი გულაშვილი – 27.225%.
„ქარსინდიგო გე“ რეესტრში 2024 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და მესაკუთრე გიორგი ბეჭვაია.
„ნათს თაიმის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ტაჯიკეთის მოქალაქე ხურშედ ბაბაჯანოვაა. კომპანია 2024 წელს არის რეგისტრირებული.
„ქარექსპრესსი“ 2011 წელს არის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული. კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი შოთა ჟვანიაა.
„კარომოტო.ჯე” სამეწარმეო რეესტრში 2024 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილების ნახევარს ყაზახეთის მოქალაქე ანატოლი ტცოი ფლობს, დარჩენილ 50%-ს კი საქართველოს მოქალაქე მიხეილ ასლანოვი.
„ქარსფეისი“ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2020 წელს. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილების მფლობელი დავით წამალაშვილია.
შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
bpn.ge