ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წყალტუბოს სანატორიუმები იყიდეს

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე” პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ 6 ყოფილი სანატორიუმი უკვე გაყიდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა.
ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასხვისებულ სანატორიუმებს შორისაა – „წყალტუბო“, „მედეა“, „თბილისი“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება. სანატორიუმების ნაწილი უცხოელმა ინვესტორებმა, ნაწილი კი ადგილობრივმა ბიზნესმენებმა იყიდეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წყალტუბოს სანატორიუმები იყიდეს:
სანატორიუმი „წყალტუბოს“, მფლობელია „გოლდენ თაუერი“. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2021 წლის ივლისში დარეგისტრირდა. ბოლო მონაცემებით, კომპანიის 49%-იან წილს ეგვიპტის მოქალაქე საიდ მოჰამედ სალაჰ აბდელრაჰმან აჰმედი ფლობს, 51% კი ეკუთვნის კატარის მოქალაქეს ნაიეფ ეიდ მ.ტ. ალ-ტანის.
სანატორიუმი „მედეა“ კომპანიამ „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ შეიძინა. კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა. 100%-იან წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქე ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილსია.
ვრცლად იხილეთ: bpn.ge