ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც მწვანილის ექსპორტს ახორციელებენ

2024 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველომ მწვანილის იმპორტი გაზარდა, ხოლო ექსპორტი შეამცირა.
წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში მწვანილის იმპორტი ღირებულებით ნაწილში 55,3%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობით – 38.5%-ით შემცირდა. მთავარი იმპორტიორი საანგარიშო პერიოდში ირანი იყო, რომელზედაც მთელი იმპორტის – 48,1% მოდიოდა.
„კომერსანტი“ გთავაზობთ -10 მწვანილის ექსპორტიორ კომპანიაა და მათ მფლობელებს:
-ინდმეწარმე ლალი ონიაშვილი;
-შპს მწვანე მდელო – კომპანიის წილის 100% კახაბერი ყავლაშვილის საკუთრებაა;
-შპს ბეგი – კომპანია ბერიკა მშვენიერაძეს ეკუთვნის;
-შპს ლევ7 – კომპანია სრულად ლევან შალიკიანის საკუთრებაა;
-შპს ნაცფუთი – ამ შემთხვევაში მესაკუთრე ვეფხვია კვარაცხელიაა;
-შპს სამეფო სოფელი – წილის 67% მალხაზ ბოჭორიშვილის საკუთრებაა, 33 კი, ანრი მარგველაშვილის;
-შპს რუსო 22-ის წილის 100%-ს რუსუდან რიჟვაძე ფლობს;
-შპს ნათს ფუდი სენაკი – კომპანია იამზე ვერულაშვილის საკუთრებაა;
-შპს ექსპორტ ჯორჯია – კომპანია ზაზა დავითაძის საკუთრებაა;
-შპს აგრობიზნეს სერვისი – კომპანია კობა ფუტკარაძის საკუთრებაა.