ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ვერის პარკის რეაბილიტაციას ჩაატარებს და რომელმაც ტენდერი ერთპიროვნულად მოიგო

ვერის პარკის რეაბილიტაციას შპს „ნიუკონსი“ განახორციელებს. კომპანია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა, ამჟამად კი ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ ტენდერი ერთპიროვნულად მოიგო.

დედაქალაქის მერიას პროექტის სავარაუდო ღირებულებად 29 355 012 ლარი ჰქონდა დასახელებული, ხოლო პრეტენდენტმა შესასრულებელი სამუშაოები 23 484 010 ლარად შეაფასა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანია. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, „ნიუკონსი“ 2023 წლის თებერვალშია რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორად ბესარიონ ჯიმშელაძე ფიქსირდება, რომელიც წილების 15%-საც ფლობს. „ნიუკონსის“ წილების დარჩენილი 85% კი სიმონ ზანდუკელს ეკუთვნის.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, კომპანიამ 2023 წლიდან დღემდე სულ 8 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ვერის პარკის შესყიდვის გარდა, ვერც ერთში ვერ გაიმარჯვა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ჩვენ პრეზიდენტის პოზიციას პატივს ვცემთ – გულწრფელად ვიყავი ამ ერთობის მომხრე არა იმიტომ, რომ გახარია მიყვარს ან შემიყვარდა, უბრალოდ, ქვეყანას ასე სჭირდებოდა, რომ გავერთიანებულიყავით