გენერალური პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე საგამოძიებო სამსახური სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში“ შევიდა.
ინფორმაციისთვის, კომპანია თბილისის მეტროს ვაგონების ტექნიკური მომსახურებას ეწევა.
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ სამეთვალყურეო საბჭოში შედიან:
თავმჯდომარე/წევრი: გიორგი შარკოვი (რომელიც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორია)
თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: მალხაზ სალაყაია,
წევრი: ნოდარ გაგუა,
წევრი: არჩილ შაბაშვილი,
წევრი: გრიგოლი ხუცურაული,
წევრი: მალხაზ ჩარკვიანი.
კომპანიის დირექტორია ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილი.
კომპანიის განთავსებული კაპიტალი 15 იანვრის მდგომარეობით 4600848 ლარია.




