ვის და რამდენით გაეზრდება პენსია 2025 წელს?

ვის და რამდენით გაეზრდება პენსია 2025 წელს? – 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფაზე 4.498 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლიდან:
· 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 35 ლარით 450 ლარამდე იზრდება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება;
· 70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად ასევე 35 ლარით 350 ლარამდე , ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 420 ლარამდე იზრდება.
· გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით;
საქართველოში ასაკობრივ პენსიას სულ 838 ათასი მოქალაქე იღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი