ქიმიური ნივთიერების სკანდალი – სუს-მა გამოძება დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე არ გამოუკითხავთ შს-ს მაშინდელი მინისტრი, ვახტანგ გომელაური. არადა, ის პირველი უნდა დაეკითხათ, რადგან, მაშინ როცა ოცნების ლიდერები ერთხმად უარჰყოფდნენ მსგავსი მომწავლავი ნივთიერების არსებობას არსენალში, სწორედ გომელაურმა დაადასტურა პირველმა.
გასაგებია, რომ საპოლიციო და სპეციალური სამსახურების მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, მაგრამ მინიმუმ ფილმები მაინც ხომ გინახავთ ან რაღაც ლოგიკა ხომ გაქვთ? ანუ, ჯერ უნდა გამოიკითხოს მხარე, რომელიც ბრალს დებს მეორე მხარეს და შემდეგ, გამოკითხული ადამიანების საფუძველზე უნდა დაესვეს კითხვები ყველა იმ ადამიანს, ვინც უნდა უპასუხოს ამ კითხვებს. ახლა ამის აგორება, რომ რატომ არ დაიბარეს ვახტანგ გომელაური იქამდე, სანამ გამოკითხული არ იქნება ბრალმდებელი, მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ არასერიოზული კითხვაა. ბრალმდებელი არის ის ვინც იტყუება და ამბობს, რომ გარეული იყო აკრძალული ნივთიერებაო. ძალიან ლოგიკურად გაგეცით პასუხი, თქვენ მითხარით მაშინ, თუ არალოგიკური იყო. ანუ პასუხი ვინც უნდა გასცეს კითხვებს ის უნდა დაიბარონ ჯერ და მერე უნდა დაიბარონ ის, ვინც მბრალდებელია? ამიტომ აგენთოთ… თორემ გომელაურმა ახსნა რეალობა და მოცემულობა”, – ამბობს წილოსანი.
ცნობისთვის, თუ ფაქტი დადასტურდა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მბრალდებელი, საგამოძიებო უწყებას გამოძიების ვალდებულება აქვს. იგივე ვალდებულება აქვს, როცა მსგავსი ტიპის ეჭვი გაჩნდება. სწორედ ამიტომ დაიწყო გამოძიება სუსმა ე.წ. მბრალდებლების დაკითხვის გარეშე. დიახ, ფილმებშიც კი ასეა.




